loader

"ამას პირველად ვამბობ, შეიძლება არ უნდა მეთქვა..." - რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას პირველად ვამბობ, შეიძლება არ უნდა მეთქვა..." - რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ?

წი­ნან­დალ­ში, სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ზვი­ა­და­უ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსა­მარ­თლოს უწო­დე­ბენ.

მათ ინ­ტერ­ვიუ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათს" მის­ცეს.

"სა­მარ­თა­ლი მემ­გო­ნი არ არ­სე­ბობს ამ დე­და­მი­წა­ზე. მკვლე­ლი რო­გორ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო. ეს ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ცი­ხი­დან, სა­ნამ არ მი­ვი­ღებ­დით სა­ბო­ლოო დას­კვნას ექ­სპერ­ტის. ექ­სპერ­ტის დას­კვნა ჯერ არ არის, სა­ი­დან გა­მო­აქვთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლა­ბა?! პირ­ვე­ლად ვამ­ბობ ამას, სუ­რა­თე­ბით გვაქვს ნა­ნა­ხი, 7 ად­გილ­ზე აქვს ჩემ შვილს ჭრი­ლო­ბე­ბი. რათ უნ­დო­და ახ­ლოს, მიბ­ჯე­ნით სრო­ლა, თავ­ში წა­მო­ერ­ტყა. მე მინ­და მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს მივ­მარ­თო, მი­ი­ღებ­და თუ არა მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემს შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო? ამა­ზე მი­პა­სუ­ხოს.

რა­საც ახლა ვი­ტყვი, ამას ჩემი შვი­ლის სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თვის ვი­ტყვი - ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის­თვის მი­მინ­დია. პი­რა­დად მე ზვი­ა­და­ურს შე­ვუნ­დობ და ვა­პა­ტი­ებ!იმი­ტომ ვა­პა­ტი­ებ რომ ჩემი შვი­ლიც აპა­ტი­ებ­და"- ამ­ბობს 27 წლის ბი­ჭის მამა.