loader

„ნაცმოძრაობა“ იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ... ეს არის ბრძოლა ისტორიასთან“ - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ნაცმოძრაობა“ იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ... ეს არის ბრძოლა ისტორიასთან“ - შალვა პაპუაშვილი


„ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის არა თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემების ამოსაღებად, არამედ იბრძვიან იმისთვის, რომ ისტორიიდან ამ ადამიანის როლი ამოიღონ - ეს არის ბრძოლა ისტორიასთან, ეს არის პირდაპირი ცენზურა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არსებობს სკოლის სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემა, როცა სახელმძღვანელოები წინასწარ ქვეყნდება და წიგნების გრიფირებამდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს და შენიშვნები წარადგინოს. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ წიგნზე შენიშვნები არ ყოფილა.