loader

რა ხდება ამ წუთებში ზემო სვანეთის გზაზე, სადაც დღეს კლდე ჩამოიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ზემო სვანეთის გზაზე, სადაც დღეს კლდე ჩამოიშალა


სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის განცხადებით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, დამატებითი ტექნიკის გამოძახება გახდა საჭირო.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და სავარაუდოდ, მოძრაობა ხვალ დღის პირველ ნახევარში ნაწილობრივ აღდგება.

„დამატებით იქნა გამოსაძახებელი ტექნიკა. დღის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივი ტექნიკა, რომელმაც შეძლო გარკვეული გაწმენდითი სამუშაოების წარმოება, მაგრამ საჭირო გახდა დამატებითი ტექნიკის გამოძახება, რომელიც ამ დროისთვის ჩამოვიდა. ჩამოშლილი კლდის ორივე მხარე, როგორც სვანეთის მხრიდან, ასევე სამეგრელოს მხრიდან უკვე დამატებითი შესაბამისი მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო, ამ დროისათვის უკვე მუშაობა დაწყებული აქვთ და იმუშავებენ მთელი ღამის განმავლობაში. ვვარაუდობთ, რომ დღის პირველ ნახევარში, გამთენიისას გაიხსნას გზა ნაწილობრივ მაინც. იქ ძალიან დიდი ლოდია ჩამოწოლილი და შესაბამისად სრულ აღდგენას, ალბათ, დასჭირდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა ლოდის აფეთქებასთან დაკავშირებით, მანამდე სავალი ნაწილის გარკვეული ნაწილი იქნება აუცილებლად”, - განაცხადა დავით კუხალეიშვილმა.