loader

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ნამ­დვი­ლე­ბით იცო­და, რომ“ - თბილისში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ნამ­დვი­ლე­ბით იცო­და, რომ“ - თბილისში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს


სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ორ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 4 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, სან­ზო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ნამ­დვი­ლე­ბით იცო­და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, მომ­ხდა­რი ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

ერთ ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მკვლე­ლო­ბა), ხოლო მე­ო­რეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.