loader

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დასაბუთების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიაჩნია და მიაჩნდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. სასამართლომ აღნიშნულის სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ორივე ბრალდებული იქნება პატიმრობაში”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.