loader

"რატომ დატოვეს გამყრელიძემ, ტიკარაძემ და გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და რატომ არ გაკეთდა მედიასთან კომენტარები?" - რას პასუხობს გიორგი ღიბრაძე ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ დატოვეს გამყრელიძემ, ტიკარაძემ და გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და რატომ არ გაკეთდა მედიასთან კომენტარები?" - რას პასუხობს გიორგი ღიბრაძე ჟურნალისტებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ, ეკატერინე ტიკარაძემ და თამარ გაბუნიამ ისე დატოვეს შენობა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბრიფინგზე მხოლოდ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე", - განაცხადა ღიბრაძემ.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.