loader

“სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი იძულებული გახდა, დაედასტურებინა...“ - რას აცხადებს ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი გახმაურებული საქმის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი იძულებული გახდა, დაედასტურებინა...“ - რას აცხადებს ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი გახმაურებული საქმის შესახებ


ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ,,გაფრინდაშვილი "ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში, 24 იანვარს დაინიშნა. ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს.

როგორც ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლო დავა შეეხება ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსენიებულია რუს მოჭადრაკედ. მისივე ინფორმაციით, კომპანია ,,ნეტფლიქსმა” წარმოადგინა დაცვის ტრადიციული გზა და იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტაზე, რაც ,,არადამაჯერებლად და სუსტად გამოიყურება”.