loader

საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

„ბუსტერდოზად“ შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით ("სინოვაკი", "სინოფარმი") აცრილი პირებისათვის "ბუსტერ" დოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19-ის საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აღნიშნავენ უწყებაში.