loader

ფარულად გადაღებული კადრები - რა სიტუაცია დაგხვდებათ სხვადასხვა დაწესებულებაში, თუ "მწვანე პასპორტის" გარეშე გადაწყვეტთ შესვლას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარულად გადაღებული კადრები - რა სიტუაცია დაგხვდებათ სხვადასხვა დაწესებულებაში, თუ "მწვანე პასპორტის" გარეშე გადაწყვეტთ შესვლას

პრივილეგიები აცრილი მოქალაქეებისთვის.

საქართველოში კოვიდპასპორტები 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეს "მწვანე სტატუსი" მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს კოვიდ-19, ვირუსის დადასტურებიდან კი გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

სასტუმროები, კვების ობიექტები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები, სპა-ცენტრები, სამთო კურორტების საბაგიროები, სათამაშო და ფიტნესდარბაზები, "მწვანე პასპორტის" გარეშე მომხმარებელს ვეღარ მიიღებს.

საინტერესოა, იცავს თუ არა წესებს სხვადასხვა ობიექტი, რეგულაციების ამოქმედებიდან 1 კვირაში.

კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ ჩავატარეთ მცირე ექსპერიმენტი. შედეგებს უცვლელად გთავაზობთ.

როგორც აღმოჩნდა, კვების ობიექტების უმრავლესობა რეგულაციებს იცავს და კოვიდპასპორტის არმქონე პირს დაწესებულების არც შიდა და არც გარე სივრცეში დარჩენის უფლებას არ აძლევს.

იგივე მდგომარეობაა საცურაო აუზთანაც.


ავტორი: ნინი ქობალია