loader

რა ხდება ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან? - კადრები ადგილიდან

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან.

„შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან, იმიტომ, რომ ეს დაბრკოლება არ იყოს. მართლა გვინდა, ის შეგვხვდეს, განსაკუთრებით, ისეთ ადამიანებს, ვინც მიშას პოლიტიკურად არ ეთანხმება, რათა ნახოს, რომ სინამდვილეში მიშას თავისუფლების მოთხოვნა არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი”, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ვიდეო: "მთავარი არხი"