loader

რა ხდება ახმეტელის მეტროში და რას უკავშირდება მგზავრების უკმაყოფილება - "რა იმუნიტეტი მაქვს ასეთი, თავადაც მიკვირს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ახმეტელის მეტროში და რას უკავშირდება მგზავრების უკმაყოფილება - "რა იმუნიტეტი მაქვს ასეთი, თავადაც მიკვირს"

ქეთი გიგოლაშვილი ერთ-ერთია იმ უამრავ მგზავრს შორის, რომლებსაც უკვე რამდენიმე თვეა ახმეტელის მეტროში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აწუხებს. მიზეზი კი ერთ-ერთი ესკალატორია, რომელიც არ მუშაობს. ამბობს, რომ ძალიან უნდა გაგიმართლოს, ესკალატორზე რამდენიმე წუთში მოხვდე. ხშირად ესკალატორზე ასვლას 15-20 წუთი სჭირდება.

ასევე, ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელში უკმაყოფილო მგზავრების პოსტებს. ამბობენ, რომ როცა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთი მაღალია, მეტროში ასეთი ხალხმრავლობა არ უნდა იყოს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "პალიტრავიდეოს" განუცხადეს, ესკალატორები საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რომელსაც მინიმუმ სამი თვე სჭირდება. მათი თქმით, პირველი ესკალატორი კაპიტალურად შეკეთდა, ახლა კი მეორეს უტარდება სარემონტო სამუშაოები, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, რიგში კი მესამე ესკალატორია, რას იმას ნიშნავს, რომ სამივე ესკალატორი სრულად, სავარაუდოდ, მარტიდან ჩაირთვება.