loader

"დადგება დრო, როდესაც მოიმკი" - მეგის ქარდავა კახა კალაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დადგება დრო, როდესაც მოიმკი" - მეგის ქარდავა კახა კალაძეს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძის ჩემთან დაკავშირებულ განცხადებას. "კალьა", ვისაც ფულის გამო გაშიშვლება (სხვა ბევრი რამე) შეუძლია, მისთვის გაუგებარია ისეთი მცნება, როგორიცაა: "ქვეყნის ინტერესები " და დღეს "კიკუები" თამამად ლაპარაკობთ მეგის ქარდავაზე, მაგრამ დადგება დრო, როდესაც: "რასაც დათესავ, იმას მოიმკი" - წერს მეგის ქარდავა.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს გამართულ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას კახა კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება".