loader

სპეცოპერაცია ყოფილი დეპუტატის სახლში - "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 10-მდე პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია ყოფილი დეპუტატის სახლში - "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 10-მდე პირი დააკავეს


მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე უბანში - "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 10-მდე პირი აიყვანა.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, სპეცოპერაცია არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.

სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩის 22 ნომერში, სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაკავების პროცესს ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. დაკავებული უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს, თემურ ჟორჟოლიანს. 

ვიდეო: რუსთავი 2