loader

“ნუ გეშინიათ რეპრესიების, მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე, ვიბრძვი თქვენთვის“ - ამაღელვებელი კადრები, როგორ მიულოცეს იუბილარ სააკაშვილს დაბადების დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნუ გეშინიათ რეპრესიების, მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე, ვიბრძვი თქვენთვის“ - ამაღელვებელი კადრები, როგორ მიულოცეს იუბილარ სააკაშვილს დაბადების დღე


გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისმა თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და ასე მიულოცეს დაბადების დღე ექსპრეზიდენტს.

აქციის მონაწილეების შეძახილების - „გილოცავთ, მიშას!“ საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პალატის ფანჯრიდან თეთრი ხელსახოცი ააფრიალა.

მან მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა, რასაც შეკრებილების მხრიდან ტაში მოჰყვა.

"მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე. ნუ გეშინიათ რეპრესიების, მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე, მე ვიბრძვი თქვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს გათავისუფლებისთვის და თითოეული თქვენგანის ბედნიერებისთვის. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გვიქნან, უნდა დავიბრუნოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისა და უბედურებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა, არ ჩამოვუშვათ ხელები; მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად წავალთ ევროპაში, როგორც მოწინავე ქვეყანა", - მიმართა სააკაშვილმა პალატიდან.