loader

სიახლე, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეიდან ისარგებლებენ - "თუ დაგიდასტირდათ კორონავირუსი, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეიდან ისარგებლებენ - "თუ დაგიდასტირდათ კორონავირუსი, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ"

კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალი შს სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

„თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge

მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

აღნიშნული პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა“, - აცხადებენ უწყებაში.


https://er.moh.gov.ge/.