loader

რა ცვლილებები იგეგმება "ნაციონალურ მოძრაობაში"? - პეტრე ცისკარიშვილის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ცვლილებები იგეგმება "ნაციონალურ მოძრაობაში"? - პეტრე ცისკარიშვილის განმარტება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პარტიაში ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება მიმდინარეობს. პარტიაში გადაწყვეტილებებს 12 წევრისგან შემდგარი სამდივნო მიიღებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ცენტრალური ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები ექნება. როგორც მან განაცხადა, გამოწვევების გადალახვასთან დაკავშირებით გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს მართავენ.

მისივე განმარტებით, ცენტრალური ოფისის მენეჯმეტის ცვლილებებთან დაკავშირებით ფორმალური პრეზენტაცია სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

ვიდეო: "მთავარი არხი".