loader

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა გადმომეცა..." - თამარ კორძაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა გადმომეცა..." - თამარ კორძაია

სააკაშვილი შინაგანად, პოლიტიკურად არის ძალიან მხნედ, ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და აღვსილია რწმენით, რომ ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო კარგ სახელმწიფოში იცხოვრებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თამარ კორძაიამგუშინ  რუსთავის საპატიმროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან საპატიმროში ექიმები უნდა შევიდნენ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.

„სააკაშვილი არის შინაგანად, პოლიტიკურად ძალიან მხნედ და მთხოვა გადმომეცა ყველა მასწავლებლისთვის, სოციალური მუშაკისთვის, ყველა მოქალაქისთვის, რომელიც დასაქმებულია, მაგრამ არ აქვს სათანადო ანაზღაურება და განიცდის სოციალურ პრობლემებს, რომ მხარდაჭერას უცხადებს და ციხიდანაც კი მზად არის მათთვის იბრძოლოს ყველა მეთოდით და საშუალებით, რომელიც ახლა აქვს და მომავალშიც ექნება. ის უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და აღვსილია რწმენით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს, რომ საქართველოს მოქალაქეები გაცილებით უფრო კარგ სახელმწიფოში იცხოვრებენ. რაც შეეხება სხვა საუბარს, ეს ზოგადად ეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მის დამოკიდებულებას. არ უნდა არსებობდეს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მანიპულაციის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შევიდნენ ექიმები მასთან და მათ გააკეთონ კომენტარი“, - განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მსგავსი კომისიის შექმნის შესაძლებლობას მიესალმება.

„ის იმედიანად უყურებს ამ პროცესს, ეს არის მისი აზრითაც ერთ-ერთი კომპონენტი მთელი ოპოზიციის ბრძოლის ფარგლებში და თვლის, რომ ყველანაირი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რასაც ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ. ქვეყანაში ვითარება ისეთი არის, რომ გამოსაძიებელი ნამდვილად ბევრია როგორც კორუფციის, ასევე პროკურატურის, სასამართლოს საქმიანობის და ჟურნალისტების დაცვის მიზნით“, - აღნიშნა კორძაიამ.