loader

“წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება“ - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება“ - ირაკლი ღარიბაშვილი


“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირებაა და სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი გაიხსნება.