loader

გრანდიოზული სიახლე, რომელიც თბილისსა და გონიოს შეეხება - პრემიერმა Rothschild & Co-სთან თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრანდიოზული სიახლე, რომელიც თბილისსა და გონიოს შეეხება - პრემიერმა Rothschild & Co-სთან თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა


“რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას. ამის თაობაზე ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, როტშილდების კომპანიასთან.

საკითხი ეხება შემდეგ იდეას - ჩვენი სურვილია შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზომები. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, ერთი - თბილისის ფინანსური ცენტრი, თბილისის ზღვასთან და მეორე - გონიოში. 

მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც არის ჩვენი მრჩეველი როტშილდების კომპანია“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ასევე იხილეთ: რას წარმოადგენს ისტორიაში ყველაზე მდიდარი ოჯახის მიერ შექმნილი კომპანია, Rothschild & Co, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად გარდაქმნის