loader

დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდი ბრიტანეთი კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

რეგულაციების შემსუბუქება მოიცავს საჯარო სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, ასევე, 27 იანვრიდან Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას.

გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ასევე, ნიღბების ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეებს ხვალიდან აღარ დასჭირდებათ ნიღბების ტარება საკლასო ოთახებში.