loader

როგორ გადაარჩინა ჟურნალისტმა დათო ბოლქვაძემ სიკვდილს აფხაზი ტყვე - ექსკლუზიური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადაარჩინა ჟურნალისტმა დათო ბოლქვაძემ სიკვდილს აფხაზი ტყვე - ექსკლუზიური კადრები

ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე აფხაზეთში 1993 წელს ამერიკული სააგენტო "მსოფლიოს ახალი ამბების" (WTN) ამიერკავკასიის ბიუროს კორესპონდენტის სტატუსით იმყოფებოდა. ის ბიურომ ხობში სამოქალაქო ომის გასაშუქებლად მიავლინა.

კადრებში, რომელიც დათო ბოლქვაძის დამ, თამარ ბოლქვაძემ მოგვაწოდა, ჩანს აფხაზი ტყვე, გვარად ჯენია, რომელიც ჟურნალისტმა, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინა. დათო ბოლქვაძის ხმა კადრს მიღმა ისმის. "არ ესროლოთ, ძმებო" - სთხოვს ის მებრძოლებს. თამარ ბოლქვაძის ინფორმაციით, ყოფილი ტყვე ომს ცოცხალი გადაურჩა.

დავით ბოლქვაძის ოჯახის წევრთა განცხადებით, ჟურნალისტი ლოთი ქობალიამ 5 სამხედრო ტყვესთან ერთად დახვრიტა, როგორც "ხუნტის ტელევიზიის ჯაშუში".

ქობალია ჟურნალისტის მკვლელობას დღემდე არ აღიარებს.