loader

პრეზიდენტის განცხადებით, 2015 წლისთვის მცხეთაში მეტრო გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის განცხადებით, 2015 წლისთვის მცხეთაში მეტრო გაიხსნება

2015 წლისთვის მეტროს ხაზი მცხეთამდე ჩავა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის მოედანზე, "სამრეწველო აღლუმის" ფარგლებში გამოფენილი პროდუქციის დათვალიერებისას განაცხადა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საბაგიროებზე და აღნიშნა, რომ თბილისში არსებული ყველა საბაგირო, რომელიც არ ფუნქციონირებს, აღდგება.

საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე სამრეწველო აღლუმს დაესწრო, სადაც ქართული პროდუქცია იყო გამოფენილი. პრეზიდენტი რამდენიმე პავილიონში პირადად შევიდა და მოსახლეობასთან ფოტოები გადაიღო.