loader

"ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ, სანამ არ დაწევთ ფასებს" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ, სანამ არ დაწევთ ფასებს" - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია "ტავ ჯორჯია" 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის შედეგად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები გაკეთდება. ამასთან დაკავშირებით აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც "ტავ ჯორჯიას" თანამშრომლებს მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში მგზავრების რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა და "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო ავიაბაზრის გახსნა. პრეზიდენტის განცხადებით, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი ასაფრენი ზოლი იყო, რადგან შევარდნაძის პერიოდში ყველა ავიაკომპანია განდევნეს ბაზრიდან, ფასები ავიდა წარმოუდგენლად მაღლა და ერთი გადამზიდავი დადიოდა.

" უნდა დაგაგდებინოთ ფასები და სპეციალურად გიკეთებთ... თქვენ არ დაგტოვებთ მარტო ბაზარზე და მონოპოლისტები ვერ გახდებით... ამიტომ ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ, სანამ არ დაწევთ ფასებს ქვემოთ. მაგას პირდაპირ გპირდებით", - მიმართა სააკაშვილმა "ტავ ჯორჯიას" წარმომადგენლებს.

რეპორტაჟს ტელეკომპანია "რუსთავი 2" გადასცემს.