loader

რიჩარდ ნორლანდი საქართველოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიჩარდ ნორლანდი საქართველოშია

აშშ-ის ახალი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი უკვე თბილისშია. დიპლომატი საქართველოს დღეს, გამთენიისას, მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ეწვია.

რიჩარდ ნორლანდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ კვლავ ესტუმრა საქართველოს.

ახალი ელჩის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეების შემდეგ საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

"ამის მიუხედავად, იგი კვლავ აწყდება გამოწვევებს ამ მიღწევების კონსოლიდირების საქმეში. ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება, გავერკვე ამ პროცესებში უფრო ღრმად და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მთლიანად. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ველით შესაძლებლობას, უკეთ გავეცნოთ ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის მდიდარ კულტურას და ისტორიას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.