loader

აღარ მისცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" - ინგა გრიგოლიამ გლდანში მცხოვრებ დევნილებს მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღარ მისცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" - ინგა გრიგოლიამ გლდანში მცხოვრებ დევნილებს მიმართა

"ქრისტიან-დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ გლდანში მცხოვრებ დევნილებს მიმართა და მოუწოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა აღარ მისცენ.

როგორც ინგა გრიგოლიამ ბრიფინგზე განაცხადა, გლდანში 19 400 დევნილი ცხოვრობს და დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი არჩევნებთან მიმართებაში.

მისი თქმით, არის ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემზადება დევნილების ხარჯზე არჩევნების გასაყალბებლად. "ქრისტიან-დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმართა გლდანში მცხოვრებ 19 400 დევნილს, გაიხსენონ, წლების განმავლობაში როგორ ექცეოდათ ხელისუფლება, როგორ ყრიდნენ საკუთარი საცხოვრებელი ფართებიდან, როგორ აქვთ ოცნებად ქცეული ფართების დაკანონება;

გაიხსენონ, რომ დღემდე კომპენსაცია მხოლოდ 28 ლარი აქვთ; გაიხსენონ, თუ როგორ დაყო არსებულმა ხელისუფლებამ ისინი შევარდნაძისა და სააკაშვილის დევნილებად", - განაცხადა გრიგოლიამ და მოუწოდა დევნილებს, აღარ მისცენ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას".