loader

"ვინ უფრო მაღლა ხტება - სააკაშვილი - 428%, ჩაკ ნორისი – 0%" - დაჩი ცაგურიამ NDI-ს ოფისთან აქცია გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინ უფრო მაღლა ხტება - სააკაშვილი - 428%, ჩაკ ნორისი – 0%" - დაჩი ცაგურიამ NDI-ს ოფისთან აქცია გამართა

NDI-ს შედეგები არადამაჯერებელია, რადგან გამოკითხვებს აწარმოებენ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მყოფი ადამიანები და მათი ახლობლები, - ამის შესახებ NDI-ს ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

აქციის მონაწილეებმა NDI-ს ოფისთან გააკრეს პლაკატები წარწერებით: "NDI-ს გამოკითხვის შედეგად, ვინ უფრო მაღლა ხტება: სააკაშვილი – 428%, ჩაკ ნორისი – 0%"; "NDI-ს კითხვაზე, როგორ გრძნობთ თავს, პასუხები ასე გადანაწილდა: მეცხრე ცაზე ვარ – 428%, საველე სამუშაოები ჩატარდა ქალაქ ლაზიკაში".

როგორც უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, NDI-ს შედეგები არარეალურია და ამას არანაირი საერთო არ აქვს ქვეყანაში არსებულ განწყობებთან.