loader

ვანო მერაბიშვილმა "არაგვი ჰესის" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილმა "არაგვი ჰესის" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დუშეთის რაიონში, მდინარე თეთრ არაგვზე, "არაგვი ჰესის" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე "არაგვი ჰესის" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღნიშნული რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად ქვეყანაში 17 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

"არაგვი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.