loader

აუდიტის სამსახურმა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუდიტის სამსახურმა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელიასა და უწყებათაშორის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ სამსახურის ხედვებითა და მეთოდოლოგიით; ასევე, მათ შეკითხვები ჰქონდათ ცალკეულ პარტიებთან დაკავშირებით.

შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამერიკის უწყებათაშორისი დელეგაციის წევრებს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამერიკის უწყებათაშორისი დელეგაცია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, თომას მელიას ხელმძღვანელობით საქართველოს 10 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ეწვია.