loader

ლერი ხაბელოვი პრეზიდენტის ბრალდებას პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლერი ხაბელოვი პრეზიდენტის ბრალდებას პასუხობს

მმართველმა გუნდმა 8 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ყრილობა გამართა. პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს რამდენიმე ქალაქში სიტყვითაც მიმართა. წინასაარჩევნო დაპირებების პარალელურად, ქვეყნის პირველ პირს არც საკუთარ ოპონენტებზე საუბარი დაზარებია. საქართველოს პრეზიდენტმა ქარელში ლერი ხაბელოვის მაჟორიტარად წარდგენას ხალხის დაცინვა უწოდა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა გაიხსენა.

ლერი ხაბელოვი გახსნის ცერემონიალის აღლუმზე სპორტსმენებთან ერთად არ გამოსულა, ეს კი ქვეყნის პირველმა პირმა დროშის პროტესტად ჩათვალა. თუმცა ხაბელოვი აღნიშნავს, რომ აღლუმზე გასვლა ქარტიის მიხედვით ნებაყოფლობითია და მას პროტესტთან კავშირი არ ჰქონია.

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, ვაჟკაცობაში არ შეეჯიბროს და რეალობას თვალი გაუსწოროს.