loader

ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი დედის საქმიანობის გამო, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს - ზაზა ხატიაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი დედის საქმიანობის გამო, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს - ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი დედის საქმიანობის გამო, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს , - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და ასოციაციის წევრმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს.

როგორც გელა ნიკოლაიშვილმა და ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნეს, ირმა ჭკადუა მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის ის იცავდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველებისა და ფონდ "ქართუს" ინტერესებს და სწორედ ეს გახდა მისი შვილის, 21 წლის ანრი ჯოხაძის დაკავების მიზეზი.

როგორც პრესკონფერენციაზე გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ირმა ჭკადუას შვილი საკუთარ სახლთან სამართალდამცველებმა 26 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას.

ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ზაზა ხატიაშვილი, ირმა ჭკადუა და გელა ნიკოლაიშვილი ხვალ ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც ევროპარლამენტთან საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილ პრობლემებს, მათ შორის ანრი ჯოხაძის დაკავების ფაქტს გააპროტესტებენ.