loader

შუახევში "ქართული ოცნება" და ადგილობრივი ხელისუფლება ერთმანეთს ჟურნალისტების გამო ფიზიკურად დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შუახევში "ქართული ოცნება" და ადგილობრივი ხელისუფლება ერთმანეთს ჟურნალისტების გამო ფიზიკურად დაუპირისპირდა

კოალიცია "ქართული ოცნების" შუახევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ზოიძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ჯემალ ფუტკარაძე სოფელ გოგნიაურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე გაურკვეველი მედიასაშუალების წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთაც არც ლოგო და არც ვინაობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდათ. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და შეხვედრის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. ჯემალ ფუტკარაძემ მათ შეხვედრის გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. მისი ეს მოთხოვნა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს. მათ სოფლის გამგებელი ემზარ გოგიტიძე და ამავე სოფლის კულტურის სახლის მუშაკი ნოდარ გოგიტიძე გამოესარჩლნენ, რასაც შეხვედრის მონაწილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეომასალას სააგენტო ინფო 9 ავრცელებს.