loader

"ქართული ოცნების" ქობულეთის ორგანიზაცია მათ აქტივისტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მუქარაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" ქობულეთის ორგანიზაცია მათ აქტივისტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მუქარაზე საუბრობს

"ქართული ოცნების" ქობლეთის ორგანიზაცია კოალიციის აქტივისტის მიმართ მუქარაზე საუბრობს. როგორც ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ თხილაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრი თენგიზ ნოღაიდელი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს მირზა რომანაძეს ოჯახის წევრების ლიკვიდაციით დაემუქრა.

აღნიშნულ ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ ტყუილი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, "ქართული ცონება" სისულელეებს ლაპარაკობს:
"ისინი არ ლაპარაკობენ არც დასაქმებაზე, არც ჯანდაცვაზე, არც სოფლის მეურნეობაზე, არც ხელმისაწვდომ დაზღვევაზე და ლაპარაკობენ სისულელეებზე. "ქართულ ოცნებას" თუ აქვს სალაპარაკო, მიიღოს მონაწილეობა დებატებში", - აღნშნა გიორგი კირთაძემ.