loader

ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენას უმასპინძლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 19 სექტემბრიდან უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას - "რას ნიშნავს მუზეუმი დღეს - წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა"; აგრეთვე გამოფენას - "სამუზეუმო კუნძული ბერლინში – თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა".

აღნიშნული გამოფენისა და კონფერენციის საკითხებზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა სტეფან ვაკვიცმა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა მიხაილ აიზენჰაუერმა.

მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 22 სექტემბრამდე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკული მასალა, ფილმები, ფოტოები, ტექსტები და ნივთები, რომლებიც ქართველ დამთვალიერებელს გააცნობს ბერლინის სამუზეუმო კუნძულისა და თბილისის სამუზეუმო უბნის შესახებ.