loader

წარმოუდგენელია, რომ კულულებიანი, გაპრანჭული მინისტრი გამოდიოდეს და სხვების პასუხისმგებლობაზე საუბრობდეს - ინგა გრიგოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარმოუდგენელია, რომ კულულებიანი, გაპრანჭული მინისტრი გამოდიოდეს და სხვების პასუხისმგებლობაზე საუბრობდეს - ინგა გრიგოლია

"ხათუნა კალმახელიძისნაირ მინისტრსა და ჩინოვნიკს ნებისმიერი ხელისუფლება მომენტალურად მოხსნიდა", - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებული პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახველი ფაქტების ნახვის შემდეგ ის შეძრწუნებულია როგორც მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი და როგორც პოლიტიკოსი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა დადგეს მაღალი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც სამართლებრივად, ასევე - პოლიტიკურად.