loader

"ცოცხი გაიკეთე უკან" - საქართველოს ელჩის რეპლიკა ლონდონში გამართული აქციის მონაწილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოცხი გაიკეთე უკან" - საქართველოს ელჩის რეპლიკა ლონდონში გამართული აქციის მონაწილეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტები გააპროტესტეს. ქართველები საელჩოსთან მივიდნენ და ელჩს, გიორგი ბადრიძეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. შეკრებილები შეძახილებით, "გამოდი", სკანდირებდნენ. საქართველოს ელჩი ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე საელჩოს შენობიდან გამოვიდა. აქციის მონაწილისგან, რომეო ხერხეულიძისგან გაისმა შეძახილი - "ცოცხი, ცოცხი!"

ამ შეძახილს გიორგი ბადრიძემ უცენზურო გამონათქვამით - "ცოცხი გაიკეთე უკან!" უპასუხა.

მოგვიანებით ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსთან გამართული აქციის ეს ნაწილი youtube-ზე აიტვირთა.

გიორგი ბადრიძემ ვიდეოზე კომენტარის სახით, უცენზურო გამონათქვამის გამო, ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს ვიდეოს სრული ვერსიის ატვირთვისკენ მოუწოდა.

"დღევანდელი აქციის დასაწყისში ჩემს მიერ წამოსროლილი ფრაზის შემდეგ მაშინვე მოვუხადე ყველას ბოდიში, როგორც კი გაირკვა, რომ არასწორად გავიგე რომეო ხერხეულიძის გამონათქვამი. დადეთ სრული ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ კონტექსტიდან ნუ ამოაგდებთ. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი არსებობს", - წერს ელჩი ვიდეოს კომენტირებისას.

mzera.tv-ს ვიდეომასალა