loader

მხეცები, არაადამიანები დგანან საქართველოს სათავეში - გოგა ხაინდრავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მხეცები, არაადამიანები დგანან საქართველოს სათავეში - გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავას თქმით, სააკაშვილმა ბათუმში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას სამჯერ ახსენა მისი სახელი და აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ პოლიცია, რომელიც მის სახლთან დღეს იყო მობილიზებული, გეგმავს მის წინააღმდეგ ოპერაციას.

გოგა ხაინდრავამ 23 სექტემბერს, ფილარმონიასთან გამართული აქციის შემდეგ მდევარი შენიშნა. დღეს კი მის სახლთან პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო მობილიზებული, ხოლო სამართალდამცავებმა მის მეუღლეს განუცხადეს, რომ სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავდნენ.

მან მოუწოდა ზუგდიდელებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, დროა, ეკლესიაში მივიდნენ.

"საქართველოსთვის მძიმე დღეა, რადგან მხეცები დგანან მის სათავეში. მივმართავ ზუგდიდელ ჩემს ძმებს, ვინც 5 ნომერს ატარებს მაისურზე, ქუდზე, თუ არა აქვს მნიშვნელობა, სად; დროა, მივიდნენ ეკლესიაში და ღმერთს ვთხოვ, აპატიოს. მხეცები, არაადამიანები დგანან ქვეყნის სათავეში", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.