loader

"ინგა გრიგოლია მოხვდა გამიზნული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ" - ლევან ვეფხვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინგა გრიგოლია მოხვდა გამიზნული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ" - ლევან ვეფხვაძე

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ლევან ვეფხვაძე ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას, მის მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიიჩნევს.

ინგა გრიგოლიამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა გრიგოლია.