loader

"ქართულ ოცნებას" მოჭიდავე რამაზ ნოზაძე შეუერთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართულ ოცნებას" მოჭიდავე რამაზ ნოზაძე შეუერთდა

კოალიცია "ქართულ ოცნებას" მოჭიდავე რამაზ ნოზაძე შეუერთდა. რამაზ ნოზაძემ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ წარუდგინა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, რამაზ ნოზაძის მეუღლე, ხატია სიჭინავა წარმოშობით ფოთიდან არის, მისი ოჯახი ფოთში ცხოვრობს და, შესაბამისად, რამაზ ნოზაძემ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო მხარდაჭერა მას ფოთში გამოუცხადოს.

რამაზ ნოზაძემ განაცხადა, რომ ტელეეთერით ნანახი პატიმართა წამების კადრებში ფაქტების გამო ემოციების ქვეშ მოექცა.

"მე სულით მებრძოლი ვარ. ქართველი ვარ და ამ ერის მამულიშვილი. ეს იყო ბოლო წვეთი და მე მხარდაჭერას ვუცხადებ კოალიცია "ქართულ ოცნებას", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

რამაზ ნოზაძემ დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" არაერთი მისი მეგობარი და სპორტსმენი უჭერს მხარს, ხოლო მისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მხარდაჭერისა, მაგალითი გახდება მისი მეგობრებისა და სპორტსმენებისათვის, ღიად დააფიქსირონ თანადგომა კოალიციის მიმართ.