loader

შსს-ს აუდიოჩანაწერები - კახა კალაძე და უცნობი პირი, გუბაზ სანიკიძე და ვალერი ხაბურძანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს აუდიოჩანაწერები - კახა კალაძე და უცნობი პირი, გუბაზ სანიკიძე და ვალერი ხაბურძანია

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან.

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2012 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქ. თბილისში დაკავებულ იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

შემდეგი ჩანაწერი ეხება კოალიცია "ქართული ოცნების " სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი.

მესამე ფაქტი, რომლის შესახებაც გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, წარმოადგენს კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას სთხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ სთავაზობს მას ფულად ანაზღაურებას" - შსს-ს განცხადება.