loader

"სააკაშვილი მწამებელი" - პრეზიდენტს გაეროს შტაბბინასთან უცენზურო შეძახილებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილი მწამებელი" - პრეზიდენტს გაეროს შტაბბინასთან უცენზურო შეძახილებით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინასთან საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაში ქართველი ემიგრანტები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ უზარმაზარი პლაკატი ინგლისური წარწერით - "სააკაშვილი მწამებელი". პრეზიდენტის გაეროს ოფისთან მისვლას უწმაწური შეძახილებით შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სესიას ესწრება. 25 სექტემბერს ოფიციალურ გახსნაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვითაც გამოვიდა.

იხილეთ:

- "სააკაშვილი = აჰმადინეჯადი" - გაეროს შტაბბინასთან ქართველებმა პრეზიდენტს აქცია მოუწყვეს