loader

სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები თსუ-სთან სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები თსუ-სთან სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ

სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური გუნდის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები, დამსახურებული სპორტის ოსტატები სპორტის ფედერაციის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირის გავლით მსვლელობით გაემართნენ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისკენ. სპორტსმენებმა გამოხატეს პროტესტი პატიმრების წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.
მათ მსვლელობის დაწყებამდე გაავრცელეს სპეციალური განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ არიან აპოლიტიკურები და არ არიან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები.

სპორტსმენებოის განცხადებით, ჯანსაღი პროტესტი უნდა იყოს ყოველთვის პრიორიტეტული და არა პოლიტიკური და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ შეუერთდნენ სტუდენტებს, რომლებმაც, მათი განცხადებით, საზოგადოებას აჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოხატონ ჯანსაღი პროტესტი კონკრეტული პრობლემის მიმართ.