loader

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ვერც ერთი ქურდი საქართველოში ვეღარ ჩამოვა - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ვერც ერთი ქურდი საქართველოში ვეღარ ჩამოვა - ვანო მერაბიშვილი

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ ვერც ერთი ქურდი საქართველოში უკვე ვეღარ ჩამოვა, რადგან ჩვენ - ქართველი ხალხი და ქართველი ხელისუფლება არ დავუშვებთ არც ერთი ქურდის ჩამოსვლას და ჩვენ დავიცავთ მთელ საქართველოს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამბროლაურში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქურდები ემზადებიან საქართველოში დასაბრუნებლად, რადგან საქართველოში უკვე ბევრი რამეა მოსაპარი, ბევრი ადამიანი - დასაყაჩაღებელი, რადგან ბევრს ქონება და შემოსავალი დაუგროვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალებისგან დაცვა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ "ამ პარტიის ლიდერები ხელს უწყობენ საქართველოში ქურდების, ყაჩაღების, "მხედრიონის" დაბრუნებას," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

რეპორტაჟს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.