loader

დათა ახალაიას სიმამრი აცხადებს, რომ წყნეთში მდებარე სახლი მას ეკუთვნის და არა - ძმებ ახალაიებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათა ახალაიას სიმამრი აცხადებს, რომ წყნეთში მდებარე სახლი მას ეკუთვნის და არა - ძმებ ახალაიებს

დათა ახალაიას სიმამრის, დათო ბენიძის თქმით, ის სახლი, რომელზეც უფლებადამცველი ლევან ჩიტაძის მტკიცებით ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ორივე ძმის სახელების ინიციალები, მას ეკუთვნის და არა - ბაჩო და დათა ახალაიებს.

როგორც წყნეთში, სწორედ იმ სახლთან, ჟურნალისტებთან საუბრისას დათო ბენიძემ განაცხადა, ამ სახლის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა, ხოლო ასოები "დ" და "ბ" მისი სახელისა და გვარის ინიციალებია. მისივე თქმით, ლევან ჩიტაძეს არ აქვს სწორი ინფორმაცია, რადგან დათა ახალაია მხოლოდ 8 თვეა მისი სიძეა და მისი აშენებული ეს სახლი ვერანაირად ვერ იქნება.

უფლებადამცველ ლევან ჩიტაძის განმარტებით კი, ახალაიებმა გამოგზავნეს დათა ახალაიას სიმამრი იმ დროს, როდესაც გაიგეს, რომ იქ ჟურნალისტები უნდა მისულიყვნენ.