loader

რჩევები ამომრჩეველს - როგორ უნდა მოიქცეთ საარჩევნო უბანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რჩევები ამომრჩეველს - როგორ უნდა მოიქცეთ საარჩევნო უბანზე

ის რაც უნდა იცოდეს ამომრჩეველმა არჩევნების პროცედურების შესახებ. საარჩევნო უბანი კენჭისყრის დღეს 7 საათზე იხსნება. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე ექნება.

მიუხედავად იმისა, მოგივიდათ თუ არა ამომრჩეველის ბარათი, უფლება გაქვთ მიხვიდეთ არჩევნებზე. ის თუ სად უნდა მისცეთ ხმა რამდენიმე საიტის მეშვეობით შეგიძლიათ შეიტყოთ. წინასწარ გადაამოწმეთ თქვენი თავი sia.gov.ge-ზე ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე.

აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

კენჭისყრის შენობაში არ მიხვიდეთ რომელიმე პარტიის მაისურით ან დროშით. არჩევნების დღეს შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.

დააკვირდით რომ კომისიის წევრმა ბიულეტენზე ხელმოწერა გააკეთოს და ბეჭდით დაამოწმოს.

ყველაზე მთავარი, რასაც ექსპერტები გვირჩევენ ერთია- 1 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება.

ასევე იხილეთ: კალამი, რომლით ნაწერიც ქრება - ხმის გაყალბების კიდევ ერთი საშუალება