loader

ინგა გრიგოლიას ოჯახის წევრები ლევან ვეფხვაძის განცხადებას ეხმაურებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგა გრიგოლიას ოჯახის წევრები ლევან ვეფხვაძის განცხადებას ეხმაურებიან

ინგა გრიგოლია თბილისში არ არის და ის არჩევნებში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს, - ამის შესახებ მისი შვილი, მარიამ გრიგოლია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.
"ლევან ვეფხვაძეს მინდა ვკითხო, რას ნიშნავს მისი განცხადება, რომ ინგა გრიგოლიას კანდიდატურა არ მოუხსნია, როდესაც დედაჩემმა ამის შესახებ ღიად განაცხადა, რომ კენჭს აღარ იყრის. ინგა თბილისში არ არის და თავის სათქმელს იტყვის. მე, როგორც მისი შვილი, ვამბობ, რომ ეს დეზინფორმაციაა, რადგან ინგამ არჩევნებში მონაწილეობაზე 25-ში თქვა უარი. სასაცილო იყო ეს განცხადება და გაუგებარი", - წერს მარიამ გრიგოლია.

ლევან ვეფხვაძის განცხადებას ინგა გრიგოლიას და, ქეთი გრიგოლიაც "მაესტროს" ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვერ გაუგია რაში დასჭირდა ვეფხვაძეს ამგვარი განცხადების გაკეთება, როდესაც ინგა გრიგოლიამ არჩევნებში კენჭისყრაზე უარი ღიად განაცხადა.

ლევან ვეფხვაძემ "მაესტროს" ეთერში გუშინ განაცხადა, რომ ინგა გრიგოლია, კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადების გაკეთების მიუხედავად, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერად და სახედ რჩება.