loader

"ხვალინდელი დღე უნდა იყოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ურთიერთპატივისცემის ზეიმის დღე" - ეკა ზღულაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხვალინდელი დღე უნდა იყოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ურთიერთპატივისცემის ზეიმის დღე" - ეკა ზღულაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში სამოქალაქო წესრიგის დაცვის გარანტიას იძლევა. ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც არჩევნების პროცესისადმი სამინისტროს დამოკიდებულებაზე და პოლიციის ამოცანებზე ისაუბრა.

როგორც ეკა ზღულაძემ აღნიშნა, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, მოქალაქეები მისცემენ ხმას მათთვის სასურველ კანდიდატებს, პარტიას და საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა კი არის ის, რომ უზრუნველყოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მშვიდ, ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

მისივე თქმით, პოლიციას აქვს ინსტრუქცია იმოქმედოს ფრთხილად, თავშეკავებით, თუმცა, თუ რაიმე ინციდენტი ან მოვლენა საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უფლებას - მისცენ ხმა, პოლიცია სრულ მზადყოფნაშია დააწყნაროს სიტუაცია, მიიღოს ზომები და დაიცვას არჩევანის გაკეთების თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

როგორც ზღულაძემ განცხადების ბოლოს აღნიშნა, დარწმუნებულია საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და წყნარი და ასეც იქნება.