loader

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებით ჩიორა თაქთაქიშვილმა განმარტება გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებით ჩიორა თაქთაქიშვილმა განმარტება გააკეთა

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებით ჩიორა თაქთაქიშვილმა განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პარტია დღესაც, ისევე, როგორც ყველა სხვა არჩევნებზე, ამომრჩევლის მოწვევის კამპანიას ახორციელებს.

"ჩვენ "კარდაკარისას" წინასწარ იდენტიფიცირებული გვყავს ჩვენი მხარდამჭერები. ამიტომ საარჩევნო უბნებთან მათი მოწვევის კამპანიას ვახორციელებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინციდენტები "ქართული ოცნების" მხრიდან. მოწვევის კამპანიის მონაწილეებს მივეცით მითითება, რომ ისინი უნდა იდგნენ საარჩევნო უბნიდან გონივრულ დისტანციაზე. ამავდროულად, არ უნდა ეცვათ პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები, რათა ეს ამომრჩეველზე ზემოქმედების მცდელობად არ ჩაითვალოს და ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროვოცირება არ გამოიწვიოს", - განმარტა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა მოწვევის კამპანია კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალედ ხორციელდება.

თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე "პალიტრა ტვ"-მ დღეს გადაიღო ადამიანები, რომლებიც უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.