loader

ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ელჩმა და სენატორებმა არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ელჩმა და სენატორებმა არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო. სტუმრებმა ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

"ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა, " - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. სენატორმა რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა-საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.