loader

ქართველი მეოცნებე - euwonews ბიძინა ივანიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მეოცნებე - euwonews ბიძინა ივანიშვილზე

ვინ არის ადამიანი, რომელიც აპირებს გახდეს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი?

ვინაიდან საქართველოს მთავრობამ 1 წლის წინ მას მოქალაქეობა ჩამოართვა, ბიძინა ივანიშვილი ხმის მიცემის პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა ზუსტად მისმა შექმნილმა კოალიციამ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.

ახალი პარტიის შექმნა აქამდე უცნობი ბიზნესმენის პოლიტიკური დებიუტი იყო, თუმცა მისი სახლი, რომელიც იაპონელი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული და პრეზიდენტის სასახლის პირდაპირ დგას, ყველა თბილისელმა იცოდა.

იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა. 80-იანი წლების დასაწყისში რუსეთში წავიდა. იქ მან გამოიყენა შესაძლებლობა და გახდა თანამფლობელი დიდი ბანკების და სამთო კომბინატების.

მთავრობაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა, 2002 წელს საფრანგეთში გადასახლდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. მას შემდეგ, რაც საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა და მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს პრეზიდენტად, ივანიშვილი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა და ახალგაზრდა პრეზიდენტის დახმარება დაიწყო.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით