loader

"მაესტროს" ინფორმაციით, აეროპორტში წუხელ სამთავრობო მანქანების ნაკადი არ წყდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაესტროს" ინფორმაციით, აეროპორტში წუხელ სამთავრობო მანქანების ნაკადი არ წყდებოდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამთავრობო მანქანების ნაკადი წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტრო" იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, რომლითაც, ძირითადად, მთავრობის წარმომადგენლები სარგებლობენ, 10-მდე მანქანის გადაადგილება მთელი ღამის განმავლობაში შეინიშნებოდა.

"მაესტროს" ცნობით, ავტომანქანების დაბურული მინების გამო აეროპორტში მისული პირების ვინაობის გარჩევა ვერ მოხერხდა, თუმცა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყანას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ტოვებენ, სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.